თბილისს დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი ეწვია

თბილისში ოფიციალური ვიზიტით დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი ვლადიმერ რუშაილო ჩამოვიდა. იგი დღეს საღამოსვე შეხვდება პრემიერ -მინისტრს ზურაბ ჟვანიას, ხოლო 15 ივლისს მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.


ვლადიმერ რუშაილო ვიზიტის დროს განიხილავს სექტემბერში დაგეგმილი დსთ-ს სამიტის მოსამზადებელ საკითხებს.


საქართველოში ჩამოსვლამდე რუშაილო ჯერ აზერბაიჯანს, ხოლო შემდეგ სომხეთს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)