სალომე ზურაბიშვილი სომხეთში გაემგზავრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორი მეზობელი ქვეყნის საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად ეწვევა სომხეთს, შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან, პარლამენტის სპიკერთან არტურ ბაგდასარიანთან, პრემიერ მინისტრთან ანდრანიკ მარგანიანთან და მის სომეხ კოლეგასთან ვარდან ოსკანიანთან.
ორდღიანი ვიზიტის დეტალებსა და მის შედეგებზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმაციას მოგვიანებით გააკეთებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)