კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ
დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის სულხან მოლაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის სამი თვით გახანგრძლივების თაობაზე.
სულხან მოლაშვილმა, რომელიც 22 აპრილს დააპატიმრეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მოიხადა, წინასწარი დაკავების იზოლატორში 22 ოქტომბრამდე დარჩება. გამოძიება კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო ფინანსურ მაქინაციებში სდებს ბრალს, თუმცა იგი ამ ბრალდებებს უარყოფს.
მოლაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უკვე გადაიხადა 265 აშშ დოლარი, თუმცა გამოძიებამ მას 3 მილიონ ლარზე წაუყენა პრეტენზიები.
ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მთავრობიდან, სადაც სულხან მოლაშვილს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, იგი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)