აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამხედრო წვრთნები ტარდება
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სამხედრო წვრთნებს მართავს.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ ეშბამ “რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთ კვირას გაგრძელდება, მიზნად ისახავს აფხაზური ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.
ვლადისლავ ეშბამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს წინასწარ ეცნობათ გეგმიური წვრთნების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური)