თბილისი აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას დევნილთა დაბრუნებას უკავშირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ანდრანიკ მარგარიანსა და მის ქართველ კოლეგას ზურაბ ჟვანიას შორის 27 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. 


საქართველო კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და რკინიგზის აღდგენას მხოლოდ დევნილთა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში თანხმდება.


“რკინიგზის აღდგენა სასარგებლო იქნება, როგორც სომხეთისა და საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. თუმცა, რკინიგზის აღდგენის წინაპირობა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება უნდა გახდეს“, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.


მან ასევე დასძინა, რომ სომხეთს, როგორც რუსეთის ახლო მოკავშირეს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

This post is also available in: English (ინგლისური)