თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უარყვეს 28 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ბრალდება, თითქოს კონფლიქტის ზონაში მდებარე ოსურ სოფლებს ქართულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა.


მოსკოვში ვიზიტის დროს ედუარდ კოკოითმა თბილისი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.


ამავე დროს ქართული მედიის ცნობით, 28 ივლისს სამხრეთ ოსეთის მხარემ სოფელ თამარაშენის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.


ედუარდ კოკოითმა ქართული მხარე შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში 2 ივნისს ცხინვალში და 16 ივლისს მოსკოვში მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება სურს“.


ედუარდ კოკოითმა მადლობა მოუხადა რუსეთს და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურს სვიატოსლავ ნაბზდოროვს ე.წ სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისთვის. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდა რეგიონის მხარდაჭერისკენ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)