ეუთო მიესალმება კონფლიქტის ზონიდან თბილისის მიერ ჯარების გაყვანას
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი, 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, მიესალმა ქართული მხარის გადაწყვეტილებას გამოიყვანოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან ყველა ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც არ შედიას შერეული სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში.
მან ასევე მოუწოდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს გადადგას ანალოგიური ნაბიჯი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)