დევნილებმა სასტუმრო “ივერიის“ შენობა დაცალეს






“ანდროპოვის ყურებს“ 2006 წლის ბოლოსთვის
აიღებენ.
აფხაზეთიდან დევნილებმა 7 სექტემბერს სასტუმრო “ივერიის“ შენობა დატოვეს, მას შემდეგ რაც ინვესტორმა, რომელმაც შენობა შეისყიდა, სასტუმროში 1993 წლიდან მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 7 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაცია გადაუხადა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 7 სექტემბერს უკვე ცარიელი შენობა მოინახულა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები და “ივერიაში“ მცხოვრებ თითოეულ ოჯახს გადაუხადა საკომპენსაციო თანხა.


პრეზიდენტის თქმით, “ივერიის“ ადგილზე ინვესტორი ახალ, ლამაზ სასტუმროს ააშენებს.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2006 წლის ბოლოსთვის დასრულდება რესპუბლიკის მოედნის, სადაც სასტუმრო “ივერიაა“ განთავსებული, სრული რეკონსტრუქცია. “ანდროპოვის ყურებს მოვჭრით“, დასძინა პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)