ლატვია ქართულ არმიას რადიოგადამცემებს ჩუქნის

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ედგარ რინკევიჩის ხელმძღვანელობით საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 188 რადიოგადამცემს გადასცემს საჩუქრად.


დახმარება ივლისში ნატოს სტამბოლის სამიტის დროს ხელმოწერილი ოქმის ფარგლებში განხორციელდება.