პარლამენტი რუსი კოლეგების აფხაზეთის უკანონო არჩევნებზე შესაძლო დასწრებას აპროტესტებს

საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადებით მიმართავს რუსეთის სათათბიროს და მოუწოდებს თავი შეიკავოს 3 ოქტომბერს აფხაზეთის უკანონო საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობისგან.
 
“აღნიშნული ფაქტი ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს თავი შეიკავონ საერთაშორისო ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევებში თანამონაწილეობისგან“, ნათქვამია დღეს პარლამენტის სხდომაზე მიღებულ განცხადებაში. 
 
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სათათბიროს წევრთა ჯგუფი და ასევე  ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელები 3 ოქტომბერს აფხაზეთში ჩასვლას და დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებზე დასწრებას გეგმავენ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)