სერგეი მირონოვი სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას ტერორიზმის საფრთხით ხსნის

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 1 ოქტომბერს სომხეთში ჩასვლისას განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული გახდა საქართველოსთან საზღვარი ჩაეკეტა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოდან ტერორისტების შესვლის საფრთხე.


“ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, იძულებული გავხდით მკაცრი კონტროლი დაგვეწესებინა საზღვარზე, რადგანაც ტერორისტები, რომლებიც თავისუფლად გრძნობენ თავს საქართველოში, პირდაპირ რუსეთში გადმოდიოდნენ “, განუცხადა სერგეი მირონოვმა ჟურნალისტებს.


ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის მიმართული სომხური ტვირთების ტრანზიტის წინააღმდეგ. რუსეთის გადაწყვეტილებამ ლარსის საგუშაგოს ჩაკეტვის თაობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარგარიანმა უკვე მიმართა თხოვნით მოსკოვს გახსნას საზღვარი საქართველოსთან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)