გაეროში საქართველოს ხმის უფლება გაუგრძელდა
11 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც საქართველოს 2005 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელდა ხმის უფლება. ამ რეკომენდაციით გაეროს მეხუთე კომიტეტმა ასამბლეას ცოტა ხნის წინ მიმართა.
ხმის უფლება საქართველოს 2004 წლის 30 ივნისში ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა. საქართველომ ყოველწლიურად (2004-2013 წ.წ.) გაეროს ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 766 299 აშშ დოლარი, რათა წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანებები ეტაპობრივად დაფაროს. 7 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობამ 2004 წლის საწევრო შენატანი გადაიხადა.
გაეროში ხმის უფლების შეჩერების გამო ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში გააკრიტიკეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)