ბაღაფშის მომხრეები პუტინს მიმართვას უგზავნიან
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულად გამოცხადებული კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა 14 ოქტომბერს მიმართვა გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც აღნიშნულია, რომ “რუსეთი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიაა”.
“ჩვენ ვათვითცნობიერებთ, თუ რა გააკეთა რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთისთვის და მისი ხალხისთვის. ვიმედოვნებთ, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მომავალში უფრო გამტკიცდება“, ნათქვამია მიმართვაში.
აქვეა მითითებული, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში მხარი დაუჭირა სერგეი ბაღაფს, თუმცა ამის აღიარება დე ფაქტო ხელისუფლებას არ სურს. “ამ ფონზე აფხაზეთში ვითარება რჩება რთული, ხელისუფლებას არ ძალუძს ვითარების განეიტრალება“, ნათვამია მიმართვაში.
ბაღაფშის მომხრეების მოთხოვნაა არჩეული პრეზიდენტის აღიარება დროულად მოხდეს.
This post is also available in: English (ინგლისური)