აფეთქება თბილისის ცენტრში
ასაფეთქებელი ნივთიერება ურნაში იყო მოთავსებული. |
აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი იქნა წერილი საქართელოს პრეზიდენტის სახელზე.
“აფეთქებულია 400 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ-ერთ ურნაში იყო მოთავსებული. ასევე ვიპოვეთ წერილი, რომელიც სავარაუდოდ აფეთქებას უკავშირდება”, განუცხადა უშიშროების სამინისტროს საგამომძიებლო განყოფილების უფროსმა დავით როგავამ “სივილ ჯორჯიას”.
“წერილი, რომელიც ნუსხურ ენაზეა დაწერილი, პრეზიდენტის სახელზეა. ამჟამად, ჩვენი ექსპერტები წერილს ამოწმებენ”, დასძინა მან.
სამართალდამცავთა განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)