შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომა თბილისში იმართება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბებიან და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.


1992 წელს შექმნილი ორგანიზაციის წევრები არიან – ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც შემუშავდა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2004 წლის მაისიდან დღემდე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)