მძევლების აყვანა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ცხინვალის რეგიონში

ქართული მედიის ცნობით, 5 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქართულმა მოსახლეობამ დაიმუქრა, რომ ოს მოქალაქეებს აიყვანს მძევლად, თუ სამხრეთ ოსეთის მხარე არ გაათავისუფლებს 21 წლის ელდარ კახნიაშვილს, რომელიც 3 ნოემბერს გაუჩინარდა.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარე უარყოფს რაიმე კავშირს კახნიაშვილის გაუჩინარებასთან და აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა უარყვეს მათი წინადადება ერთობლივი სამძებრო ოპერაციების ჩატარების თაობაზე.


ქართული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის მხარემ 50-მდე ქართველი დააკავა ცხინვალში. ისინი ცხინვალის გავლით დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში მიემგზავრებოდნენ, თუმცა დედაქალაქში არ შეუშვეს. პირდაპირი გზა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დიდი ლიახვის ხეობისკენ ცხინვალზე გადის.    


ამავდროულად, სოჭში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის. მონაწილეობას მოლაპარაკებებში ასევე იღებენ რუსული მხარის და ეუთოს წარმომადგენლები.


მოგვიანებით, ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრა ჟვანიასა და კოკოითს შორის.   


4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  იგი არ ელოდება რაიმე წინსვლას მოლაპარაკებებში.


“ვაპირებ რამდენიმე საკითხი დავაყენო მოლაპარაკებების დროს. მათგან მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა რეგიონში; ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება ცხინვალის გავლით თავიანთ სოფლებში მოხვდნენ. ასევე განიხილება ეკონომიკური საკითხებიც, კერძოდ სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საკითხი“, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს 4 ნოემბერს.


“კონფლიქტის მოგვარებას ამ საკითხების გადაწყვეტის საფუძველზე უნდა მივაღწიოთ“, დასძინა ჟვანიამ.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური)