ცხინვალი დამატებითი ქართული ჯარების კონფლიქტის ზონაში განლაგებას აპროტესტებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 10 ნოემბერს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამხედრო შენაერთების შეყვანაში დაადანაშაულა. 


“სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში კვლავ რჩება 2,000-მდე ქართველი პოლიციელი და ჯარისკაცი“, აცხადებს “ინტერფაქსი“ ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ რეგიონში დაფიქსირებული სროლების გამო მის საზღვრებზე განლაგებული არიან ქართული სამხედრო შენაერთები მოსახლეობის დაცვის მიზნით.


“დემილიტარიზაციის პროცესის დაწყების დროს კი მოხდება ამ ძალების გამოყვანა”, აცხადებს ბარამიძე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მიერ 5 ნოემბერს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმება 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის სრულ დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური)