შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ვლადიკავკაზში გაიმართება

ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა სავარაუდოდ ვლადიკავკაზში მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ დღეს “სივილ ჯორჯიას“ სახელმწიფო მინისტრის თანაშემწემ ირაკლი ანთაძემ აცნობა.
 
შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი, რომელიც რეგიონში მიმდინარე დემილიტარიზაციის პროცესს შეეხება.
 
ასევე, განიხილება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)