სოხუმში ხაჯიმბას და ბაღაფშის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, სოხუმში ერთდროულად მიმდინარეობს  პრეზიდენტობის კანდიდატების რაულ ხაჯიმბას და სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მიტინგი.
 
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რაულ ხაჯიმბას დაახლეობით 700 მომხრეა შეკრებილი, თავისუფლების მოედანზე კი – ბაღაფშის 3 ათასამდე მხარდამჭერი. არც ერთ და არც მეორე მიტინგზე ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულან პრეზიდენტობის კანდიდატები.
 
იმავე სააგენტოს ცნობით, მიტინგის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც აფხაზეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.


იგი ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მონაწილეობით ანტი-კრიზისული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რაც დაეხმარება რეგიონს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს.


სოხუმში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეთა მიტინგი მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს. წესრიგს ადგილობრივი სამართალდამცავები უზრუნველყოფენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)