ხაჯიმბა პრემიერ-მინისტრობას არ სჯერდება

21 ნოემბერს აფხაზეთის პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ უარი განაცხადა შესაძლებლობაზე გამხდარიყო თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მთავრობაში, აცხადებს “იტარ-ტასი“.


სერგეი ბაღაფში თავს გამარჯვებულად თვლის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და 6 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება. ამავე დროს, რაულ ხაჯიმბა განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.


“მე შემომთავაზეს პრემიერ-მინისტრის ან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. მაგრამ, მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი“, განაცხადა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე.


ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ ბაღაფშის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების შესახებ “კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას აფხაზეთში“.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)