შევარდნაძე: დავკარგე დიდი მეგობარი და უნიჭიერესი მოწაფე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მწუხარება გამოთქვა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო.
“საქართველომ დაკარგა დიდი სახელმწიფო მოღვაწე, მე კი – დიდი მეგობარი და უნიჭიერესი მოწაფე“, განაცხადა დღეს ედუარდ შევარდნაძემ.
“ზურაბ ჟვანია 30 წლისაც არ იყო, როდესაც ერთად დავიწყეთ მუშაობა.იგი იყო მრავალმხრივ განათლებული, გამოირჩეოდა ორგანიზაციული ნიჭით, ადამიანებთან მუშაობაში განსაკუთრებული უნარით, ურთულეს პოლიტიკურ პროცესებში სწრაფად გარკვევის ნიჭით”, ასე ახასიათებს ექს-პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)