ოფიციალური ინფორმაციით, ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დაიკითხა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ 5 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ათობით ადამიანი, მათ შორის ჟვანიას დაცვის წევრები, დაიკითხა.
 
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრი 3 თებერვალს
დაახლოებით ღამის 1:20 საათზე მობილურით დაუდგენელ პიროვნებას ესაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, ამჟამად სამართალდამცავები ამ პიროვნების ვინაობას ადგენენ.   
 
ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს ღამის 4:30 საათზე გარდაცვლილი იპოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)