თბილისში აშშ-ის დიპლომატის სახლში ხელყუმბარა აფეთქდა
11 თებერვალს გვიან ღამით თბილისში აშშ-ის დიპლომატის სახლის ეზოში დაუდგენელი პირის მიერ ნასროლი ხელყუმბარა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.
ჯერ-ჯერობით დაუდგენელია აშშ-ის მოქალაქის ვინაობა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოში მუშაობს. აშშ-ს საელჩო კომენტარისგან თავს იკავებს.
გაურკვეველია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა ან რა მოტივები დგას მის უკან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)