სააკაშვილი ბუშის ვიზიტზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის მაისში დაგეგმილი ვიზიტი “არის იმის მაჩვენებელი, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ქვეყანა საქართველოს მხარეს დგას“.


“თეთრმა სახლმა” ოფიციალური განცხადება ბუშის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით 24 მარტს გააკეთა.


“მან [ჯორჯ ბუშმა] თქვა: მე ჩავდივარ საქართველოში დემოკრატიის, ისტორიული რეფორმებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდასაჭერად – ეს ოფიციალური განცხადებაა. რას ნიშნავს ეს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტები და ყველაფერი, რაც აქ ხდება მხოლოდ ჩვენი ან ჩვენი მეზობლის საქმე არ არის; ეს ასევე არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტის პირადი ინტერესების სფერო. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიცნობიერებია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს ჩვენთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)