საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.


“ჩვენ [ნურსულთან] ნაზარბაევთან ენერგოპროექტებს და სატრანზიტო მარშრუტებს განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყაზახური ბანკი [თურანალემი]თბილისის ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიციებს”, განაცხადა სააკაშვილმა 29 მარტს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 აპრილს დასრულდება.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)