საქართველოს ბერეზოვსკი ესტუმრა

რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 2 აპრილს საქართველოს ეწვია და თავის მეგობარს, გავლენიან ბიზნესმენს და ფინანსურ მაგნატს ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა.


“მე წინასწარ შევატყობინე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩემი მეგობარი ბორის ბერეზოვსკი აპირებდა ჩამოსვლას ხანმოკლე ვიზიტით. ეს არ იყო მისი პირველი ვიზიტი“, განუცხადა ბადრი პატარკაციშვილმა 4 აპრილს ჟურნალისტებს.


ბერეზოვსკი, რომელიც ფინანსური მაქინაციების ბრალდებების გამო რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება, 2000 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მას ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.


რუსეთის მიერ ბერეზოვსკის დაპატიმრებაზე სანქციის გაცემის შემდეგ, ბერეზოვსკი საქართველოს პირველად 2003 წლის დეკემბერში ესტუმრა, რამაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსეთის პროტესტი გამოიწვია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)