თბილისის განცხადებით, რუსი დიპლომატები მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმე სამინისტროს დელეგაცია, რომელიც თბილისში ქართულ მხარესთან სამხედრო საკითხებს განიხილავს,  “სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის“.


“უპრიანია, მოლაპარაკებების მიმდინარეობას ვაცალოთ. დიპლომატიაში არის წესი, რომ მოლაპარაკებების დროს კომენტარები არ კეთდება, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსი კოლეგები არ არიან მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, განაცხადა 7 აპრილს ბრიფინგზე კახა სიხარულიძემ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის ხელმძღვანელობით თბილისში 6 აპრილს ჩამოვიდა. დღეს კი ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც 3–4 დღეს გასტანს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)