პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სვანეთში სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობიან
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს დილიდან მესტიის რაიონში იმყოფება და ადგილზე ეცნობა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად შექმნილ ვითარებას.
სვანეთი ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმებისა და მეწყერის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. პრემიერ-მინისტრი სვანეთში უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
დღესვე სვანეთში, კერძოდ კი ლენტეხის რაიონში, მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)