სააკაშვილი ბელორუსში დემოკრატიის გამარჯვებაში დარწმუნებულია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბელორუსში დემოკრატია გაიმარჯვებს.
“უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ბელორუსში დემოკრატია გაიმარჯვებს და დემოკრატია გაიმარჯვებს ყველგან“, განაცხადა 3 მაისს სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ასევე სუუამის გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ “საქართველოს თავმჯდომარეობით სუუამი – პრაქტიკულად დაშლილი ორგანიზაციიდან, გახდა მოქმედი და მის გაფართოვებას რუმინეთი, ლიტვა და პოლონეთი უჭერს მხარს“ .
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)