ორფოლოს პოლიგონზე ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება
დღეს ახალციხის რაიონში, ორფოლოს სასწავლო პოლიგონზე გეგმიური სატანკო წვრთნები “ჯავშანი 2005“ იმართება, რომელშიც მონაწილეობას სამი – ქუთაისის, გორის და ვაზიანის სატანკო ბატალიონი იღებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)