თბილისმა და მოსკოვმა ბაზებზე საბოლოო დოკუმენტის ტექსტი შეათანხმეს
16–17 ივნისს მოსკოვში გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკებები საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების დროებითი ფუნქციონირების, ასევე საქართველოდან რუსული ბაზებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსული ჯარების სხვა კუთვნილი ობიექტების გაყვანის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერ დოკუმენტზე საბოლოო შეთახმებით დასრულდა, დელეგაციების დონეზე.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა პირობა დადეს იზრუნონ, რათა ამ შეთანხმებას სწრაფად მოეწეროს ხელი.
ეს შეთანხმება ეფუძნება 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ გაცხადებას, რომელიც ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანას 2005–2008 წლების განმავლობაში ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)