ჩოჩიევი ეუთოს მონიტორინგის დასკვნის შესწავლას კულახმეტოვს სთხოვს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს მონიტორინგის მისიას რეგიონში ვითარების “არაობიექტურ” შეფასებისაში ადანაშაულებს.
ბორის ჩოჩიევმა 20 ივნისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს წერილობით მიმართა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის მიერ ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დასკვნის შესწავლა მოსთხოვა.
“სამხრეთ ოსეთის მხარე მწუხარებით აღნიშნავს, რომ ეუთოს მონიტორინგის ოფიცრები უხეშად არღვევენ თავიანთ დასკვნაში მონიტორინგის შედეგებს“, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი ჩოჩიევის წერილზე დაყრდნობით.
ბორის ჩოჩიევმა ეუთოს მხრიდან ვითარების “მიკერძოებულად გაშუქების“ მოტივით მარტში ეუთოს ოფისის ხელმძღვანელის, ბულგარელი დიპლომატის განჩო განჩევის გაწვევაც მოითხოვა, თუმცა 17 მარტს საქართველოში ეუთოს მისიამ ჩოჩიევის საპასუხო განცხადებაში “აღნიშნული ბრალდება ოფიციალურად უარყო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)