ცხინვალი “სააკაშვილის ჩარევის“ გამო დახმარებაზე უარს აცხადებს
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 14 ივლისს განაცხადა, რომ ცხინვალი “ვერ მიიღებს“ ქართველი აკადემიკოსის ფრიდონ თოდუას მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაცემულ უნიკალურ სამედიცინო დანადგარს – კომპიუტერულ ტომოგრაფს, რადგანაც ამ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ პოლიტიკური ელფერი მიეცა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
“ჩვენ მივესალმებით ყველა იმ [სახელმწიფო და კერძო] ინიციატივას, რომელსაც კონფლიქტის დარეგულირების საერთო ნაბიჯების ფარგლებში განვიხილავთ… მზად ვართ სხვა ჰუმანიტარული პროექტებიც განვახორციელოთ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)