საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორობის პრეტენდენტთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა
საზოგადოებრივი ტელევიზიის 9–წევრიანმა სამეურვეო საბჭომ 16–დან 4–მდე შეამცირა გენერალური დირექტორობის კანდიდატთა რიცხვი.
ესენი არიან: დოდო შონავა, საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი; ბადრი კოპლატაძე ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლიდან; დავით პაიჭაძე, თბილისის სახელმწიფო უნივესტიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი და ლაშა ბაქრაძე.
სამეურვეო საბჭომ ოთხივე კანდიდატთან 22 ივლისს ჩაატარა გასაუბრება. საბჭო გამარჯვებულს 23 ივლისს გამოაცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)