სააკაშვილი: შუალედური არჩევნები მთავრობისთვის ერთგვარი ტესტი იქნება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნები გარკვეული ტესტი იქნება მთავრობისთვის.


“ჩვენთვის ეს არჩევნები მთელი მსოფლიოს თვალში ერთგვარი ტესტი იქნება – აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს მხარდაჭერა ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი ვაზისუბანში გამოვიდა სიტყვით მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ბიძინა ბრეგაძის მხარდასაჭერად, რომელიც თბილისის ისნის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)