შსს: გატაცება პირდაპირ კავშირშია რუს სამშვიდობოებთან
21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „გენადი პეტრიაშვილის გატაცება [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან] პირდაპირ კავშირშია ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან და იქ მყოფ რუს სამშვიდობოებთან“.
თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს ეს “პირდაპირი კავშირი“. ჯერ-ჯერობით არც სამხეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს, არც რუს სამშვიდობოებს ამ ბრალდებაზე კომენტერი არ გაუკეთებიათ.
11 წლის გენო პეტრიაშვილი უცნობმა პირებმა 19 აგვისტოს პრონის ხეობის სოფელ ნულიდან გაიტაცეს.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეტრიაშვილის გატაცება ს„კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხინვალი არის ადამიანის გატაცებების, ნარკობიზნესის, უკანონოდ შეიარაღებული ბანდფორმირებებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ბაზა“.
This post is also available in: English (ინგლისური)