მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების 26 მილიონი ლარით გაზრდას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლების 26 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს.


“საბიუჯეტო ინდიკატორები ეკონომიკის განვითარებაზე მიანიშნებს“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა საბაჟო სამსახურებიდან დამატებითი შემოსავლების მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი.  



 

This post is also available in: English (ინგლისური)