ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტ CATO-ს რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზეა
“მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ მოხსენებაში საქართველოს 127 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი უკავია. ეს მოხსენება გამოაქვეყნეს ინსტიტუტმა CATO-მ, ფრაზერის ინსტიტუტმა და 50-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციამ.
მოხსენება 2003 წლის მონაცემებს ეყრდნობა. საქართველო წინ უსწრებს რეიტინგში მონაწილე დსთ-ს ქვეყნებს 10-ქულიანი შეფასების სისტემის საფუძველზე 6.4 ქულით. თუმცა, საქართველოს მეზობლების – სომხეთის და აზერბაიჯანის – შეფასება არ მომხდარა. საქართველო 66-ე ადგილს გაიანასა და ინდოეთთან ინაწილებს.
საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო მთავრობის ფორმატის და ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქულები სავალალოა სამართლებრივ სტრუქტურასა და საკუთრების უფლებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით (2.6) და ძალიან დაბალი კრედიტების, შრომის და ბიზნესის რეგულირების კუთხით (4.9).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)