სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებულ სამეფოს და ირლანდიას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 11 ოქტომბერს ლონდონში გაემგზავრა. იგი ასევე ეწვევა დუბლინს და მოლაპარაკებებს გამართავს თავის ირლანდიელ კოლეგასთან  დერმოთ აჰერნთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლონდონში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს თავდაცვის სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან დონ თოჰიგთან, საერთაშორისო უშიშროების პოლიტიკის გენერალურ დირექტორთან სარა ბივერთან, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ევროპის საკითხებში, პარლამენტის წევრთან დაგლას ალექსანდერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)