მოსკოვი ქართულ–რუსულ ეკონომიკურ კომისიას ბოიკოტს უცხადებს

მოსკოვმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის ჩატარებაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით მკაცრი დადგენილება მიიღო.


ქართულ-რუსული სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა 17-18 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.  


“ქართული-რუსული ურთიერთობების გარშემო არსებული ახალი ვითარების გამო, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რუს სამშვიდობოებზე მიღებული დადგენილების შემდეგ წარმოიშვა, რუსეთმა გადაწყვიტა გადადოს სამთავრობოთაშორისო კომისიის შეხვედრა“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ თბილისში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ევგენი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)