საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს მოლაპარაკებები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან მისი გადაყენების თაობაზე გავლენიანი პარლამენტარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
“მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ეს [გათავისუფლების საკითხი] პრეზიდენტზე და პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრი შეხვდება პრეზიდენტს და ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გააკეთეს განცხადებას გადაწყვეტილების თაობაზე“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი 19 ოქტომბერს ამ თემაზე სასაუბროთ “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)