კოკოითი ლოშჩინინს მოსკოვში შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 31 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის შემდგომი განვითარების საკითხი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) შემდგომი სხდომის წინ, რომელიც ეუთოს ეგიდით 15-16 ნოემბერს ლიუბლიანაში გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)