პუტინი: რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების მომხრეა.
“დღეს საქართველოსთან თანამრომლობის ჩვენი გულწრფელი მცდელობა ვლინდება ასევე თანმიმდევრულ ძალისხმევაში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონალური კონფლიქტების პოლიტიკურ დარეგულირებას“, – იუწყება “ინტერფაქსი“ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.
ეს განცხადება პუტინმა კრემლში დღეს გამართულ ცერემონიაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილმა სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)