სააკაშვილი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფს განუცხადა, რომ საქართველო “ნატოს წევრი ქვეყანა ჩემი პრეზიდენტობის ვადაში გახდება“, იტყობინება “როიტერი“.
სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადა 2009 წელს იწურება.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 22 ნოემბერს თბილისის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ჩქარობს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში ასახული რეფორმების განხორციელებას, რათა 2008 წლისათვის “დავეწიოთ მატარებელს“, როდესაც ნატოს სამიტი ალიანსის შესაძლო გაფართოების საკითხს განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)