ნოღაიდელი ბრიუსელს სტუმრობს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.


დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ხავიერ სოლანასთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან. ამ შეხვედრებზე  ნოღაიდელი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების სამოქმედო გეგმას წარადგენს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)