ერაყში მორიგი ქართული ბატალიონი მიემგზავრება
30 ნოემბერს ქუთაისიდან მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 300 ჯარისკაცი ერაყში, ქალაქ ბაქუბაში მიემგზავრება.
აღნიშნული კონტიგენტი ბაქუბაში პირველი ბრიგადის პირველ ბატალიონს ჩაანაცვლებს და 8 თვის განმავლობაში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს და ამჟამად ერაყში 850–კაციანი სამშვიდობო მისიაა წარგზავნილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)