ქართველი და რუსი მესაზღვრეები ჩრდილოეთ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ

9 დეკემბერს ყაზბეგში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ჩრდილოკავკასიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება.


შეხვედრის მიზანი, 2005-2006 წლებში საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მხარეთა მიერ ერთობლივად ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და შეჯამებაა. გარდა ამისა, საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მხარეები ოპერატიული ინფორმაციას გაცვლიან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)