ოპოზიციური კოალიცია თბილისის მერის პირდაპირ არჩევას ითხოვს

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ, რომელშიც ერთიანდებიან სახალხო ფორუმი, რესპუბლიკელები, მრეწველები, ლეიბორისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თბილისის მერის პირდაპირი არჩევის მოთხოვნა დააყენა.


კოალიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივის განსახორციელებლად მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა უზრუნველყოს დედაქალაქის მოსახლეობის ნების გამოხატვა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების თაობაზე.


კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არანაკლებ 30 ათასს ამომრჩეველს აქვს. კოალიცია მოუწოდებს თბილისელებს ხელმოწერების კამპანიაში აქტიური მონაწილეობით დაიცვან საკუთარი არჩევანის უფლება.


დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე 1 ივლისს მიიღო, თბილისის მერის საკრებულოს მიერ, არაპირდაპირი გზით არჩევას ითვალისწინებს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)