აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2006 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 დეკემბერს 2006 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი 901 მილიონ რუსულ რუბლს (დაახლოებით 31,4 მილიონი აშშ დოლარს) შეადგენს, იუწყება “აფსნიპრესი“.
ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სხვა საბიუჯეტო პარამეტრებზე უცნობია.
რეგიონის 2005 წლის ბიუჯეტი 800 მლნ რუბლი (დაახლოებით 28 მილიონი აშშ დოლარი) იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)