ენგურჰესის სარეაბილიტაციო კომპანია უსაფრთხოების გამო შეშფოთებულია
ერთობლივი გერმანულ-ავსტრიული საწარმო Voith Siemens Hydro, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ნომერ 3 გენერატორზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, შეშფოთებას გამოხატავს უსაფრთხოების გამო მას შემდეგ, რაც სადგურის თანამშრომელი 13 იანვარს გალის რაიონში მოკლეს, იტყობინება ქართული მედია.
5 მილიონი ევროს ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტს ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მართავს და Voith Siemens Hydro ახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)